ჯიბუტიში Charlie Hebdo-ზე განხორციელებული თავდასხმის შესაძლო თანამონაწილე დააკავეს

აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ჯიბუტის რესპუბლიკაში ძმები შერიფ და საიდ კუაშების სავარაუდო თანამზრახველი და ისლამისტი დააკავეს. ისინი 2015 წელს პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdо-ს დაესხნენ თავს. 36 წლის პეტერ შერიფს, რომელიც ცნობილია, როგორც აბუ ხამზა, საფრანგეთში გადააგზავნიან – საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ფრორანს პარლიმ პარასკევს, 21 დეკემბერს განაცხადა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულს რეგულარული კონტაქტი ჰქონდა ძმებ კუაშებთან და რედაქციაზე თავდასხმაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პეტერ შარიფი “ალ-ქაიდას” მხარეს იბრძოდა ერაყში, სადაც ის 2004 წელს დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამ წელიწადში მან სირიაში გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით ის ისევ დააკავეს და საფრანგეთში გააგზავნეს, საიდანაც ის ისევ გაიქცა და იემენში წავიდა. 2015 წელს აშშ-მ შერიფი ტერორისტების სიაში შეიტანა – “დოიჩე ველე” წერს.
Charlie Hebdо-ზე შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის 7 იანვარს მოხდა. მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა შერიფ და საიდ კუაშებმა განახორციელეს. ორივე სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მათმა თანამზრახველმა ამედი კულიბალიმ 9 იანვარს პოლიციელი მოკლა, შემდეგ კი ერთ-ერთ მაღაზიაში მზევლები აიკვანა და 4 მათგანი მოკლა. პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ქვანახშირის უკანასკნელი მაღაროც დახურეს
შემდეგი სტატიახორავას საქმეზე გამოძიება უნდა დასრულდეს