ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე მტკიცებულებებს შორის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებს შორის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა, რომელიც მსახიობის პიროვნულ დახასიათებას ეხება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ. ცნობა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან არის გაცემული და ის ჯიბღაშვილის პიროვნულ ხასიათს ეხება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ.

დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაო გახადა.

ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა