11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსს გამოძიება დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება.

სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია – პროკურორებმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს.

მერაბ გიგაურთან ერთად, 4000-ლარიანი გირაო შეეფარდათ ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო.როგორც ირკვევა, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რესტორან “იბერიაში“ აცხადებენ, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის დაწყებული კამათი ეზოში ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფო-იმერეთი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ შარმანაშვილი: ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება