16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, რომელიც ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

ჯგუფური ძალადობის იმ მრავალეპიზოდიან საქმეზე, რომელიც გიგა ავალიანზე თავდასხმასაც ეხება, ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს ერთი არასრულწლოვანი. ინფორმაციას როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, შსს-სა და პროკურატურაში ადასტურებენ.

ეს დაკავება გიგა ავალიანზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირ არ უკავშირდება, თუმცა უკავშირდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და განხორციელების ბრალდებას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი, ძალადობის სხვა ეპიზოდებთან ერთად, გიგა ავალიანის საქმეცაა.

ჯგუფური ძალადობის საქმის პროკურორმა ქეთი სონიძემ განაცხადა, რომ მოწმე, რომელიც ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს, დიდი დიღმის ძალადობების მონაწილე იყო, მან ვიდეოებში ამოიცნო ბრალდებულები და საკუთარი თავიც კი.

„ამბობდა ერთ-ერთი დამნაშავე ვარო და თავადაც ამხელდა ბრალდებულებს დანაშაულში, სასამართლოზე გადათქვა ჩვენება და ისიც უარყო, რომ ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა. მე სხდომაზევე ჩავურთე მას ვიდეოები და ვკითხე, ვინ ვინ იყო და სასამართლოშიც იცრუა, ამიტომ დავაკავეთ და ბრალის წარდგენას ელოდება“, – უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ქეთი სონიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწის  რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა 20-წლიანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა
შემდეგი სტატიაადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აპირებენ ახალი საქმის “შეკერვას”