ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული დ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

უწყების ცნობითვე, ამჟამად დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე დააყაჩაღების ფაქტზე “თაიმერისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემდეგი სტატია“უსაფუძვლო განცხადებებით ბანკის ფინანსური სტაბილურობის ეჭვქვეშ დაყენება ზიანს აყენებს საქართველოს საბანკო სექტორს” – “საქართველოს ბანკი”