“ჯგუფი, რომელიც გავიდა “ენმ”-დან და უმრავლესობა მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით” – აკაკი მინაშვილი

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს ხელისუფლებასთან კავშირში ადანაშაულებს. საქმე ეხება ექსნაციონალების მიერ პარლამენტში ფრაქციების დაკომპლექტებას. მინაშვილის თქმით ენმ-დან წასული პირები პროცედურულ ხრიკს მიმართავენ და ახალ ფრაქციას ისევ ენმ-ს ძველი ფრაქციის ბაზაზე ქმნიან, იმის მიუხედავად რომ 12 იანვარს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლასთან დაკავშირებით მათი მხრიდან მკაფიო განცხადება იქნა გაკეთებული. აღნიშნულ ქმედებებს მინაშვილი თაღლითობას უწოდებს:
„ისინი პარლამენტის შესაბამის სამსახურებს ეუბნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიიდან არ გასულან, არა და ყველამ დაინახა ძალიან თვალნათლივ 12 იანვარს როგორ საჯაროდ გააკეთეს განცხადება, პარტიიდან გასვლის შესახებ. ეს არის თაღლითობა, ეს არის პროცედურული ხრიკი, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ. ეს კიდევ ერთხელ ძალიან საეჭვოს ხდის მთელ ამ პროცესს. ის ჯგუფი, რომელიც გავიდა ნაციონალური მოძრაობიდან და ბიურო, ანუ უმრავლესობა, მოქმედებს ურთიერთშეთანხმებით,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ლარში არავინ გასცემს სესხს კურსის გაუთვალისწინებლად” – ექსპერტები ლარიზაციის პროგრამას აკრიტიკებენ
შემდეგი სტატიაავლაბარში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს