ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს

თავდასხმა თბილისში – წერეთლის გამზირზე ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“ წევრი პიკასო, იგივე ირაკლი ნოზაძე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ირაკლი ნოზაძეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ და რა მოტივით დაესხა თავს მომღერალს.

დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მომღერალს ჭრილობა ყელის არეში, არტერიასთან აქვს მიყენებული.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაირაკლი ნოზაძეს დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო