24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

“ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია”- მეტეოროლოგი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს, რომ ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია.

„ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა – ისევ ნაადრევია…საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან – კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.ასე რომ გაითვალისწინეთ – ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე,“ _ წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიწითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე დასკვნით სხდომა მიმდინარეობს