ჯერჯერობით პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული-კილაძე

ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე-ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანიას იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება გარკვეულწილად შედგა.

სოფო კილაძის თქმით, ამ ეტაპზე კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და მიღწეულია მხოლოდ პირველადი კონსენსუსი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

”ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჯიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს