“ჯერჯერობით ივანიშვილის გრემოცვის “ოცნებები” ახდა-ჭიჭინაძე

“ჯერჯერობით ივანიშვილის გრემოცვის “ოცნებები” ახდა. ვფიქრობ ხელისუფლება შიდა ინტრიგებს გადაყვება.
ფაქტია, კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან, მეტ-ნაკლებად თავ-თავისი დაჯგუფებებით. ანუ, პრემიერ-მინისტრად, „უმაღლესი ინსტაციის მოსამართლედ“ ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩა. ასე რომ, ახალ მთავრობაში ვის რა სახელი დაერქმევა, ეს ნამდვილად მეათეხარისხოვანია.

მითუმეტეს რომ, როდესაც გახარია პირველი ვიცე-პრემიერი იყო, მას მაშინ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე მაშინდელ პრემიერ ბახტაძეს. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მისი განცხადებების შემდეგ, უკვე ცხადია, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, დამოუკიდებელ მოთამაშედ ვეღარასოდეს ჩამოყალიბდება . თუმცა ის იდეალური შემსრულებელი იქნება ივანიშვილისთვის.

იმიტომ რომ, ცქიტიშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი პირდაპირ დამოკიდებულნი არიან ივანიშვილზე; კალაძეს თავისი ჯგუფი ყავს; თურნავას ჩხარტიშვილი მფარველობს. და მაშინ ვისი უფროსი გამოდის გახარია, დავითაშვილის?

მოკლედ, „ქართული ოცნება“ ხალხს დაუპირისპირდება კი არა, შიდა ინტრიგებს უფრო გადაყვება, მე ასე ვფიქრობ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია ის არაა ღია პოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწევს გარეთ გამოსვლა და იმ რელობასთან პირისპირ დადგომა რაც ქვეყავაში ხდება. რადგან, ჯერ ერთი, რასაც 2012 წელს ხალხს დაპირდა, იქიდან შესრულებული პრაქტიკულად არაფერია – მხოლოდ „ოცნებების“ ოცნებებია ასრულებული და მეორე, ვერც გახარია „გაუქაჩავს“.-აცხადებს დავით ჭიჭინაძე

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინეს
შემდეგი სტატიააქცია „სირცხვილიას” წევრები პარლამენტში შესვლის ითხოვენ