„ჯერჯერობით ინდაურის ეპოქაში ვრჩებით“ – გია ხუხაშვილი

17 იანვრიდან ლარიზაციის პროცესი დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტები კომენტარებს აკეთებენ. გია ხუხაშვილის განცხადებით, მთავრობის ლარიზაციის გეგმა სუსტია:

„ჯერჯერობით ინდაურის ეპოქაში ვრჩებით და დავრჩებით მანამდე, სანამ არ გვექნება ეკონომიკის რეალური სექტორი. ინდაური ისეთ დიდ გავლენას ახდენს ამ ქვეყანაზე, რომ დღეს შობაა და ეს სამი კვირა, როდესაც ლარი იყო სტაბილური, ეს იყო მთლიანად ინდაურის დამსახურება, ჩვენ ვიცით, რომ საშობაოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტი იწყალებს ინდაურს და მადლიერების დღე ეწოდება, ქართულ შობაზე თუ შეუწყალებდა კვირიკაშვილი ინდაურს, ცუდი არ იქნებოდა, ლარიზაციის გეგმა საკმაოდ სუსტია, მითუმეტეს, რომ ჩვენ არ ვიცით ეს გეგმა რეალური იქნება თუ მიიღებს ფსევდო ლარიზაციის ფორმას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ადამიანი ზოგადად, არის პოლიტიკური ცხოველი” – საზმაუს ბორდი მაღლაფერიძეზე
შემდეგი სტატიაისრაელის პოლიციამ ნეთანიახუ მეორედ დაკითხა კორუფციის საქმეზე