ჯერჯერობით არაფერი მესმის, რას აკეთებენ ჩემი კოლეგები – რაქვიაშვილი ოპოზიციაზე

ჯერჯერობით არაფერი მესმის, რას აკეთებენ ჩემი კოლეგები, როდესაც შენ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ან პროპაგანდისტი ხარ, უფრო იმაზე უნდა ინერვიულო, როგორ დაანახო ადამიანებს რომ „ნაცი“ არ ხარ, ამისთვის არც სახელი გიშველის და არც ნომერი, ამისთვის გჭირდება იდეა, პოზიცია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველს სჭირდება პირობები, რომელიც მათ აუხსნის, რა შემთხვევაში არ თანამშრომლობს მომავალ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან რა შემთხვევაში თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“.

„ასეთი პირობები თუ არ არის, მაშინ უბრალოდ სრულიად ლეგიტიმური გამოვა „ქართული ოცნების“ შეფასება, რომ ყველანი „ნაცები“ არიან. იმედია ყველა გადალახავს ბარიერს, რომ ხმები არ დაიკარგოს. რეალურად კი კონფიგურაცია ჯდება ისე, რასაც ჩვენ ვამბობთ, „ნაცები“ „ქოცები“ და ჩვენ, სხვა პარტია არ იკვეთება ამ ქვეყანაში, რომელსაც მკაფიო პოლიტიკური მიზნები აქვს და შეუძლია, პირობები ჩამოაყალიბოს, როგორ ითანამშრომლებს სხვა პარტიებთან მომავალ პარლამენტში. თუ ვინმეს მოუნდება ჩვენს პარტიასთან გაერთიანება, ალბათ გვეტყვის. ზოგადად, ჩვენ ვართ ერთადერთი მკაფიო იდეოლოგიზირებული პარტია, ამიტომ ჩვენთან გაერთიანება ნიშნავს ჩვენი იდეების, პრინციპების გაზიარებას რაღაც დოზით მაინც, ჩვენ ერთმანეთსაც არ ვეთანხმებით 100 პროცენტით“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – სალომე ზურაბიშვილი „ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოირჩევა“
შემდეგი სტატიასაარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს – ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია