ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკომისიის წარმომადგენლის მაიკლ რუპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“.

ვაშაძის თქმით, საქართველოში დეკემბერში ჩამოვა შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, ეკუთვნის თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

„დეკემბრისთვის იქნება მოვლენილი შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს საქართველოს. შეასრულა თუ არა ქვეყანამ მასზე ნაკისრი ვალდებულებები 12 პუნქტიდან გამომდინარე. ამის შემდეგ ითქვა, რომ შემდგომი პროცედურა შეიძლება, იყოს 2023 წელს, მაგალითად, იანვარში. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რეფორმები განხორციელდა თუ არა, დეკემბერში გაკეთდება. ამიტომ, ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს იმისგან, რაზედაც აჟიოტაჟი ასატეხი არ არის. თუ დეკემბერში საქართველო ყველა რეფორმას შეასრულებს, იქნება მხოლოდ პროცედურა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი უნდა შეიკრიბოს და თქვას, დიახ, საქართველომ ვალდებულებები შეასრულა და კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ. ეს შეიძლება, იყოს იანვრის მეორე ან მესამე კვირაში. საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა – რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი. ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე.“, – განაცხადა ვაშაძემ.

წინა სტატიაშიოცნებაში თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია – იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიაილონ მასკის Starlink-მა საქართველოში ავტორიზაცია გაიარა