24.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ჯერ უცნობია, სად შეძლებენ მშობლები სასკოლო ფორმების ყიდვას — განათლების სამინისტროს განმარტება

განათლების სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, ზუსტად რა ადგილებში შეძლებენ მშობლები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენას – ამის შესახებ უწყებაში bm.ge-ს დამაზუსტებელი კითხვის პასუხად უთხრეს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, 9 აგვისტოს მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ფორმები, რა ეღირება, როდის მოხდება მიწოდება, რომელი ლაბორატორიების ტესტირება გაიარა, თუმცა არაფერი ითქვამს, კონკრეტულად სად შეძლებენ მშობლები ყიდვას.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე იქმნება საიტი, სადაც მშობლებს ონლაინაც შეეძლებათ ფორმების შესყიდვა, ფიზიკურად შესყიდვისთვის ზუსტი ლოკაციები კი ამ ეტაპზე ზუსტდება და აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ!” — ნინი შერმადინი
შემდეგი სტატიაკოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა