ჯერ უცნობია, განახლდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავას და ე.წ. კაბელების გაერთიანებული სარჩელის განხილვა

განახლდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავას და ე.წ. კაბელების გაერთიანებული სარჩელის განხილვა უცნობია. სხდომა გადაიდება, თუ ქვორუმი არ შედგება და საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან მინიმუმ 6 სხდომაზე არ გამოცხადდება. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული, ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთან მხოლოდ ერთი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე გამოჩნდა. მისი თქმით, თუ ქვორუმი შედგება სხდომა აუცილებლად გაიმართება.

ქვორუმის შეკრების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის განცხადების შემდეგ დადგა. მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ შესაძლებელია ის არ მივიდეს სხდომაზე, რადგან მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ რიგი გახმაურებული საქმეები, მათ შორის გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების გაერთიანებული სარჩელი დაჩაქარებული წესით, რიგითობის დარღვევით მოხდა.

banner
წინა სტატიაში“ვალდებული ვართ, პასუხი გავცეთ საზოგადოებას, თუმცა არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს”
შემდეგი სტატიაკახეთში 20 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს