ჯერ ომი უნდა დავასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება არჩევნები – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა “ბოდვა” უწოდა The Economist-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა უკრაინა ზაფხულში არჩევნების ჩასატარებლად ემზადება.
მისი თქმით, ომის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია და ამის შესახებ პრეზიდენტმაც არაერთხელ განაცხადა.
“ჩვენ თავდაპირველად უნდა შევძლოთ ომის დასრულება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება არჩევნებზე და ხმის მიცემაზე საუბარი”, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
შეგახსენებთ, არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე მინიშნება დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მაშინ მისცა, როცა ის თეთრ სახლში მიიღო და მათ შორის მწვავე კამათი გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე: გრძელდება საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ