„მარიუპოლში უცნობი ნივთიერების აფეთქების შედეგად სამი ჯარისკაცი დაშავდა“, – ამის შესახებ დონეცკის რეგიონის ხელმძღვანელმა პავლე კირილენკომ განაცხადა.
„სამი ადამიანი დაშავდა წუხელ მარიუპოლში უცნობი ნივთიერების აფეთქების შედეგად, რომელიც რუსებმა დრონიდან ჩამოაგდეს. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა სახის ნივთიერება იყო ეს და შეიძლება,თუ არა თავდასხმა ქიმიურ თავდასხმად მივიჩნიოთ“, – განაცხადა კირილენკომ.
მისი თქმით, რუსები მარიუპოლში თავიანთი დანაშაულის კვალს მალავენ და მოძრავ კრემატორიუმებს იყენებენ მათ მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის დასაწვავად. იქ დაღუპულთა რიცხვი ათასობითაა.