“ახალი თეატრის” ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. აღნიშნულს გამოეხმურა მსახიობი ეკა დემეტრაძე.
“მოვიდნენ უზარმაზარი ბანერებით, ჩვენ ვკითხეთ სად აპირებდნენ ამ ბანერების გაკეთებას და ხომ არ აპირებდნენ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას, პასუხი არ გაგვცეს. შემდეგ უცებ შემოვიდა ეს ხალხი, მოჰყვა რუსთავი 2-ის, იმედის, და პოსტ-ტვ-ის კამერაც. ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უბრალოდ საქმეს ვაკეთებთ, დრო არ გვაქვს, რადგან პრომო გვაქვს გადასაღები, დამონტაჟებას ვერ მოვასწრებთ და მოგვეცით ჩვენი ბანერების გაკვრის შესაძლებლობაო. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ცოტა ხანი ეცდიათ, არ გვაცადეს, 5 წუთში შემოვიდნენ, საუბარიც არ გვაცადეს, ვთხოვეთ, რომ ეს ჩვენთვის ღირსების საკითხია და მაინც დაიწყეს ბანერის ჩამოხსნა. გვეუბენბიან, რომ პროექტს ხელს ვუშლით და პრომო აქვთ გადასაღები. ახლა ცდილობენ გამოგვიყვანონ, რომ თითქოს რადიკალები ვართ. სინამდვილეში ასე არ არის. ჯერ ჩვენი მსახიობი დაიჭირეს, მერე დოი გააგდეს. ყველასთვის ნათელია რას ნიშნავდა ეს სპეცოპერაცია, გაჩერებულები ვართ უკვე რამდენი ხანია. უნდათ რომ მოკლან ხელოვნება და თავისუფალი სიტყვა”, – ამბობს მსახიობი ეკა დემეტრაძე.
















