ჯერ Apple, შემდეგ Samsung-ი – რატომ არ იყიდება ტეელფონები და რა შუაშია ჩინეთი

მობილური ტელეფონების მწარმოებლებისათვის წელი არასახარბიელოდ დაიწყო – ჯერ Apple-მა განაცხადა, რომ გაყიდვები დავარდა, მას Samsung-ი მიყვა, რომელმაც თქვა, რომ საქმე იმაზე ცუდად არის, ვიდრე ელოდებოდნენ, და რომ გაზაფხულამდე მდგომარეობის გამოსწორებას არ ელოდებიან.

ორივე კომპანიას სურათი ჩინეთმა გაუფუჭა, სადაც აშშ-ს სავაჭრო ომის გამო უცხოურ ნივთებზე მოთხოვნები მცირდება. გარდა ამისა, ჩინეთი ადგილობრივ Huawei და Xiaomi-ს ეხმარება ამერიკულ Apple-ს და სამხრეთკორეულ Samsung-ს წაართვას პოზიციები. ამავე დროს, იმედების სტაბილიზაციას ექსპერტები ზუსტად ჩინეთს უკავშირებენ 2019 წელს – “ბიბისი” წერს.

Apple-ის ბიზნესის მოცულობა 266 მილიარდი დოლარია, 22%-იანი წლიური რენტაბელურობით, და 230 მილიარდი დოლარი თავისუფალი კაპიტალით. “სამსუნგის” რენტაბელურობა 17%-ია 2017 მილიარდი დოლარის ბრუნვაში, პლუს 70 მილიარდი ქეშით. ახლა საკითხავია, ვინ დახარჯავს მათ მართებულად, რომ გაყიდვები გაზარდოს.

banner
წინა სტატიაშინაციონალისტების ინტერნაციონალი: ევროპელი მემარჯვენეები ევროპარლამენტში ალიანსს შექმნიან
შემდეგი სტატიაახალი წლიდან ნავთობზე ფასი 11%-ით გაიზარდა