ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი 2021 წლის არჩევნებზე. ამ თემაზე მან ჟურნალისტებათან კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა.

“ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც იმის დრო მოვა, რომ დასახელდეს კანდიდატები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველები ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ”, – თქვა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ