ჯეოსელი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,ჯეოსელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების შემდეგ მივიღეთ წერილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან.

წერილში ნათქვამია, რომ ტენდერით დადგენილი პირობები არსებითად არ განსხვავდება გასული წლის პირობებისგან, რის გამოც, 2017 წლის მარტში, კომისიამ დაიწყო აღნიშნული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლა და მობილურ ოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხს.

ჯეოსელისთვის, როგორც კანონმორჩილი, საზოგადოების საჭიროებებზე და ინტერესებზე ორიენტირებული კომპანიისთვის, აღნიშნული რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომლის საფუძველზეც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება თავი შეეკავებინა აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისგან.

კომპანია იმედს იტოვებს, რომ სხვა მობილური ოპერატორებიც პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მიღებულ მოთხოვნა/რეკომენდაციას და არ დაუშვებენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციების დარღვევას“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშისაოპერაციოში შეყვანამდე ერთადერთი რაც იკითხა, ჩემი შვილი ხომ ჯანმრთელად არისო?
შემდეგი სტატია“გავიგონე ღმუილი, “მომიკლეს შვილი” და დოდო ფეხშიშველი კიბეზე გამოვიდა, მოსდიოდა სისხლი” – მეზობელი ამბობს, რომ მან სავარაუდო მკვლელი დაინახა