ჯენ ფსკაკი: არსებობს რუსული შეშლილი ბრალდებები, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ დგას ეს აბსოლუტურად სიცრუეა

თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ ფსკაკი ყაზახეთის მოვლენებში აშშ-ს ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული “რუსული შეშლილი ბრალდებებია” და ინფორმაცია სიცრუეა.

მისივე თქმით ამერიკა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

“თვალს ვადევნებთ ყაზახეთის პროტესტების ცნობებს. მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ მოწოდებებს, დემონსტრანტების მიერ მშვიდობიან თვითგამოხატვასა და ხელისუფლების მიერ თავშეკავების გამოჩენას. არსებობს რუსული შეშლილი ბრალდებები, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ დგას. ეს აბსოლუტურად სიცრუეა და ცხადია, რომ ბოლო წლებში ნანახი სტანდარტული რუსული დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში ხშირად გვინახავს”,-თქვა ჯენ ფსაკიმ.

ყაზახეთში პროტესტი გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს, მანამდე, დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

 

banner
წინა სტატიაშიკოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში ჯარს გააგზავნის – ნიკოლ ფაშინიანი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის ღირსეულად ცხოვრებაში