ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს ტამიშთან დაღუპულ გმირებს

2 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა 1993 წელს ივლისის შემოტევების დროს სოფელ ტამიშის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

ტამიშის ბრძოლებში ქართველმა მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სეპარატისტულ ძალებს. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, ქართველმა ჯარისკაცებმა პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

წინა სტატიაშისტიქია გალში – ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაNGO-ებმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გეგმა წარადგინეს