ჯემალ გამახარია: უიარაღო გიგა ოთხოზორიას „დანაშაული“ საკუთარი სახლის მონატრება იყო

დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. უიარაღო ახალგაზრდა ქართველის „დანაშაული“ საკუთარი სახლის მონატრება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა დონეზე ყველაფერს აკეთებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე პირთა კანონის წინაშე სრული სიმკაცრით დასასჯელად, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, გიგა ოთხოზორიას და სხვა პატრიოტების მიმართ ჩადენილი სასტიკი მკვლელობი და დამნაშავეთა დღემდე დაუსჯელად დატოვება არის ოკუპაციის პირდაპირი შედეგი. „სანამ დამნაშავეები პასუხს არ აგებენ ამ ტრაგედიებისათვის, სანამ ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს რეგიონებს, მანამ მუდმივად დამოკლეს მახვილივით იარსებებს საფრთხე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის თვითნებურად ხელყოფისათვის. გიგა ოთხოზორიას ადამიანური ტრაგედია ღია ჭრილობად იარსებებს მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება, სანამ დამნაშავეები კანონის წინაშე პასუხს სრული სიმკაცრით არ აგებენ და რაც მთავარია, აფხაზეთიდან იძულებით გამოდევნილი ქართველობა მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და ღირსეულად არ დაუბრუნდება მთავარი დამნაშავისაგან – ოკუპანტისაგან თავისუფალ მშობლიურ სახლ-კარს!“ – აცხადებს ჯემალ გამახარია.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე – ანტიოქიის პატრიარქის ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე რეაგირება გვექნება
შემდეგი სტატიამაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს