ჯემალ გამახარია: სამივე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს

ოკუპირებულ აფხაზეთში შემქნილ ვითარებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რთულს უწოდებს. ჯემალ გამახარია ვარაუდობს, რომ სცენარი სოხუმში წინა ე.წ. არჩევნების მსაგვსად განვითარდება და ე.წ. პრეზიდენტი და მთავრობა გადადგება.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რუსეთის იმიჯისთვის მიძმე დარტყმა იყო იანვარში მომხდარი ფაქტი, რაულ ხაჯიმბას გადაყენება და დღეს ის რევანშის აღებას ცდილობს. როგორც გამახარია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სამივე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს, მოსკოვს მაინც თავისი ფავორიტის, არძინბას გაყვანა სურს და სწორედ ამას უკავშირებს გამახარია ოპოზიციის ლიდერის მოწამვლას.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებაზე განცხადებების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეა კორონავირუსთან გასამკლავებლად 9,8 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს