ჯემალ გამახარია: რუსეთს განზრახული აქვს აფხაზეთში ე.წ ყირიმის ქვედანაყოფის დატოვება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ყირიმიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე – გუდაუთის რაიონში 18 აპრილს შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი შემოიყვანეს, რომელსაც, თითქოს, კორონავირუსისაგან უნდა დაეცვა აფხაზეთი, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ქვედანაყოფი აფხაზეთში არავის მოუწვევია. შემდგომ უხერხული სიტუაციის გადასაფარად, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ბგანბას გააკეთებინეს განცხადება, რომ თითქოს მასთან იყო შეთანხმებული; რეალურად ის აზრზე არ იყო თუ რა მიზნით შემოვიდა აღნიშნული სამხედრო ქვედანაყოფი და საერთოდ, დღემდე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება მისი დანიშნულების თაობაზე. ხან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვედანაყოფმა დეზინფექცია უნდა გაუკეთოს იმ ობიექტებს, რომელზეც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მიუთითებს, ხან სამხედრო სწავლებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ა. შ.
ჯემალ გამახარიას განმარტებით, ამ ქვედანაყოფის გადმოსროლა აფხაზეთის ტერიტორიაზე არის კავშირში იმ საინფორმაციო ომთან, რომელიც ამ ბოლო დროს კვლავ განახლდა ლუგარის ლაბორატორიის მიმართ და რუსეთი იყენებს რა ფონად, მის მიერ გაჩაღებულ ინფორმაციულ ომს, სწორედ ეს ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფი გადმოისროლა აფხაზეთში და განზრახული აქვს საბოლოოდ მისი იქ დატოვება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, თუ რა მიზნით, რა განზრახვით და რა ექსპერიმენტების განსახორციელებლად დაამატა თავის დიდძალ სამხედრო შეიარაღებას რუსეთმა ბიოლოგიური იარაღი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – კორონავირუსის შესაჩერებლად თუ პირიქით, მის გასავრცელებლად, ან კიდევ უარესი მიზნებისთვის, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ; ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი საერთაშორისო მასშტაბით უნდა ავტეხოთ განგაში, რათა მსოფლიო თანამეგობრობის შესაბამისი რეაქციის მეშვეობით ავირიდოთ სავარაუდო ახალი უბედურება.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 416-მდე გაიზარდა, ხოლო 107 გამოჯანმრთელდა