ჯემალ გამახარია: კონფლიქტებისლაიდერი “ენგურის ხიდთან ტერმინალი შენდება, რა თქმა უნდა, ეს უკანონო ტერმინალია”

“გიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენგურის ხიდთან ტერმინალი შენდება. რა თქმა უნდა, ეს უკანონო ტერმინალია” – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზურ საზოგადოებაში ე.წ. ტერმინალთან დაკავშირებით დისკუსია წლების განმავლობაში მიდიოდა.

“გიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ენგურის ხიდთან ტერმინალი შენდება. რა თქმა უნდა, ეს უკანონო ტერმინალია, ისევე – როგორც ის საგუშაგო, რომელიც იქ ფუნქციონირებს. აფხაზურ საზოგადოებაში ამ საგუშაგოსა და ე.წ. ტერმინალთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დავა, კამათი მიდის. რაზეა საუბარი – 30 წლის განმავლობაში, ადამიანების მიმოსვლა როგორც იქით, ისე აქეთ, ფაქტობრივად, არ შეწყვეტილა. აქეთ რაღაც გადმოაქვთ, იქით ბევრად მეტი გადააქვთ. ბაზრობებზე ჩანთებით დატვირთულ უამრავ აფხაზს ნახავთ. ეს ყოველდღე ხდება, ვაჭრობენ. ამით ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ვინც იქ (ე.წ. საზღვართან) დგას, ამით დიდ ფულს აკეთებს. რიგითი ადამიანი, რომელსაც პატარა ჩანთა მიაქვს, არაოფიციალურად რაღაც თანხას იხდის. ამასთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსია მიმდინარეობდა, წლებია, ვიცით, რომ ასე ხდებაო. ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას აკრიტიკებს, თანხები თქვენს ჯიბეებში მიდის, ხომ არ სჯობს, ოფიციალურად ტერმინალი აშენდეს, ეს ფული დე ფაქტო ბიუჯეტში წავიდესო. ამან გამოიწვია მშენებლობა, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ოფიციალურ ვაჭრობაზე საუბარი არ არის, მაგრამ არაოფიციალური ვაჭრობა დიდი ხანია მიმდინარეობს” – განაცხადა გამახარიამ.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: ჩვენ აფხაზეთის მომავალი კონსტიტუციის მონახაზს, პროექტს ვამზადებთ
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპული, დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, სადაც უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი