ჯემალ გამახარია კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უფლისმიერი სიყვარულით ულოცავს დაბადების დღეს ჩვენი ერის სულიერ მოძღვარს, უწმიდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ღრმად სწამს რომ, როგორც სრულიად საქართველოს და კერძოდ, აფხაზეთის მღვდელმთავარი, ილია II, უფლის შეწევნით, შეძლებს მამულიშვილური წვლილი შეიტანოს აფხაზთა და ქართველთა შორის შერიგების, ურთიერთნდობის, ტრადიციული სიყვარულის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების უმნიშვნელოვანეს პროცესში.

banner
წინა სტატიაშიდავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა: რუსულ ნეოიმპერიულ ვნებებს გაერთიანებული ძალისხმევა უნდა დაუპირისპირდეს!