ჯემალ გამახარია: გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს და კალანდობას!

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს თანამოქალაქეებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა; დღევანდელი დღე, ტრადიციულად, კალანდობად მოიხსენიება საქართველოში. ამ დღეს ჩვენი წინაპრები სურვილებს ჩაუთქვამდნენ ხოლმე. ვისურვოთ, რომ მშვიდობის, ნდობისა და შერიგების, სამართლიანი, ჰუმანური და სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრესმა სიმბოლომ, მალე ამაყად იფრიალოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; დღევანდელმა დღემ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დაუბედოს ჯანმრთელობა, ბედნიერი მომავალი, განურჩევლად მრწამსისა და ეროვნული კუთვნილებისა.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს და კალანდობას!

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე: ამ კრიზისის დასრულებას სჭირდება, ფართო პოლიტიკური სპექტრის ხელისუფლების და ოპოზიციის, ყველა დიდი მოთამაშის შეთანხმება
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანი: ელისაშვილის პარტიასა და „გირჩს“ პარლამენტში სიამოვნებით დაველოდებით