სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ჭოლარიების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ენით აღუწერელია ტკივილი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი განიცდის.
დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას,აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია.