ჯემალ გამახარია ადასტურებს, რომ ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი რუსლან აბაშიძე განიხილება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 15:55

ჯემალ გამახარია ადასტურებს, რომ ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს, მის შემცვლელად კი რუსლან აბაშიძე განიხილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმირებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭო. საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვახტანგ ყოლბაიას რუსლან აბაშიძე შეცვლის.

“დიახ, გვაქვს ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, გეტყვით რომ ვახტან ყოლბაია წლების განმავლობაში იმიტომ იყო მოვალეობის შემსრულებელი, რომ არ იყო გაწერილი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა არც ჩვენი კონსტიტუციით და არც კანონში. სხვათაშორის, ამ დღეებში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ მომავალი თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე დაინიშნოს უკვე თავმჯდომარედ და არა მოვალეობის შემსრულებლად”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს დადებითად ახასიათებს და მის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზსს.

“მას ძალიან კარგი და საინტერესო გზა აქვს გავლილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მუშაობა დიპლომატიის სფეროში. იმედი მაქვს, რომ კარგი და წარმატებული თავმჯდომარე იქნება”, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე ინფორმაციით, კანონმდებლობით ვახტანგ ყოლბაიას აქვს უფლება, მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობას ოფიციალურად შეწყვეტს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატი დაიბრუნოს.

რაც შეეხება რუსლან აბაშიძეს, ის ხუთი იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. რუსლან აბაშიძე აფხაზეთიდან, კონკრეტულად კი გაგრიდან დევნილია.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 12, 2019 15:55

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,985
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics