ჯეჯელავა: რა თქმა უნდა, მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობაში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

როგორც ჯეჯელავა განმარტავს, მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით გუნდში ყველას ერთიანი პოზიცია აქვს და მთლიან გეგმაზე პასუხს აგებენ.

„რა თქმა უნდა, გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. ყველა მინისტრმა, გუნდის ყველა წევრმა ეს საკითხი ძალიან დეტალურად შეისწავლა, არამარტო თავისი მიმართულებით, არამედ სრულად. შესაბამისად, ჩვენ როგორც გუნდი, ყველანი პასუხს ვაგებთ იმაზეც, რომ ეკონომიკურ პოლიტიკასთან და მთლიანად მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკშირებით ერთიანი პოზიცია გვაქვს. ასევე იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას სწორედ ეს უზრუნველყოფს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაცემა „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტეროტიპების გამყარებას ხელს უწყობს
შემდეგი სტატია“დავა თინა ხიდაშელის მინისტრობის პირობებში დაიწყო”- გადაუცემელი ბინები სამხედროებს