ჯეიმს რიში: სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად

მთავარი არხის თანამესაკუთრისთვის, გიორგი რურუასთვის, 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში ამერიკის ხმასთან გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, ჯეიმს რიში აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

“მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე,” – განაცხადა სენატორმა რიშმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად”
შემდეგი სტატიასენატორი რიში: “სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს”