ჯეიმს მეტისი: ამერიკული არმია უნდა იყოს მზად, რომ ძალისმიერი პასუხი გასცეს ჩრდილოეთ კორეას

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ამერიკული არმია უნდა იყოს მზად, რომ ძალისმიერი მეთოდით გასცეს პასუხი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ ქმედებებს.


როგორც გადმოსცემს სამაუწყებლო კომპანია “CBS News”, პენტაგონის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ უნდა შეეცადოს ჩრდილოეთ კორეის პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას. ასევე მნიშვნელოვანია, მისი თქმით, ეკონომიკური სანქციების დაწესება. თუმცა, მეტისმა აღიარა, რომ არავინ იცის თუ რას მოიქმედებს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტების პოლიტიკა ფხენიანის მიმართებით, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა აპირებს შეზღუდვა დააწესოს რუსეთში გამგზავრებაზე
შემდეგი სტატიაოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია