ჯეიმს აპატურაი: ვარშავას სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე სხვა ნებისმიერი პარტნიორი

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო ვარშავის სამიტზე და ამ სამიტის სამზადისზე. სამი ელემენტი იქნება – პირველი, ვმუშაობთ, რომ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდეს და გაღრმავდეს თანამშრომლობა. მეორე, რა თქმა უნდა ახალი იდეები, რომ გაუმჯობესდეს სქართველოს შესაძლებლობები ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით. მესამე პოლიტიკური ურთიერთობა. საქართველო ამ სამიტზე იქნება უფრო მეტად წარმომადგენლობითი, ვიდრე სხვა რომელიმე პარტნიორი. საქართველო იქნება ავღანეთის მისიასთან დაკავშირებულ მთავრობის ხელმძღვანელების შეხვედრაზე წარმოდგენილი, ასევე თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვარშავას სამიტზე იქნება მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე სხვა ნებისმიერი პარტნიორი”, – ჯანადხადა ჯეიმზ აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრა ჰოლ ჰოლი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ძალადობის ჩამდენ პირს არ ექნება არც მხარდაჭერა და არც არავინ ხელს არ დააფარებს