ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

NATO Spokesman, James Appathurai briefing the press

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების ჩატარებას, რომელიც თავისუფალ და კონკურენტუნარიან არჩევნებად შეფასდა. აშკარად ხისტი კამპანია იყო და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა სამომავლოდ ყველა კანდიდატისთვის შეიქმნას გარემო, სადაც ისინი თანაბარ პირობებში იქნებიან. ველოდები საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ერთობლივი სამუშაოს გაგრძელებას” , – წერს აპატურაი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : არჩევნები დასრულდა და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს, ბევრი საქმეა გასაკეთებელი