ჯეიმს აპატურაი: პრაქტიკულ დონეზე საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა, შემდეგი ნაბიჯი რეფორმების გაგრძელება და დასრულებაა

ნატოს მინისტერიალის მიერ მიღებულ კომუნიკეს სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გამოეხმაურა. აპატურაის შეფასებით კომუნიკეში ნათლად არის აღნიშნული, რომ პრაქტიკულ დონეზე საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა. აპატურაის თქმით შემდეგი ეტაპი არის პაკეტის ინპლიმენტაცია, რეფორმების გაგრძელება და დასრულება, რასაც შემდგომში MAP-ის ეტაპი მოჰყვება.
„ეს კომუნიკე სიცხადეს მატებს რამდენიმე საკითხს, კერძოდ უფრო გასაგები ხდება, რომ როდესაც საუბარია პრაქტიკურ დონეზე NATO-ს წევრობისთვის მომზადებაზე, თქვენ გაქვთ ყველაფერი. ამას ვამბობთ ყოველთვის და ვიყენებთ ამ ინსტრუმენტებს. ეს კიდევ უფრო მკაფიოა ამ კომუნიკეში ამიტომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ასევე საუბარია ახალ პრაქტიკულ დახმარებაზე, რათა გავაძლიეროთ არსებული პაკეტი, არა ის, რომ მარტო შევასრულოთ, არამედ დავამატოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. ძლიერი და უფრო ძლიერი პაკეტი ნიშნავს საქართველოს უფრო მეტად მომზადებას NATO -სთვის, ეს არის ორი პოზიტიური მომენტი. შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის – ეს არის შემდეგი ნაბიჯი NATO -სთვის: ეს არის პაკეტის ინპლიმენტაცია, რეფორმების გაგრძელება და დასრულება. ამის შემდეგ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა გადავკვეთოთ მაპის ხიდი. მე არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს მომავალში, მე ვიცი, რომ ბუქარესტში მიიღეს გადაწყვეტილება- რა უნდა იყოს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ პროცესს მივყვებით. ახალი ხელისშემშლელი ფაქტორები არ შექმნილა, მოვა ეტაპი, როდესაც უნდა იყოს კონსესუსი და ერთ დღეს მივალთ ამ ეტაპამდე.“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვენ
შემდეგი სტატია“ეს დასამალი არ არის”- ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს