ჯეიმს აპატურაი – ნატო-საქართველოს წვრთნები არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ

ნატო-საქართველოს წვრთნები არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს წვრთნები 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ მართალია, საქართველო არ არის ნატო-ს წევრი, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მჭიდრო პარტნიორი.

„ეს მნიშვნელოვანია, სულ მცირე ორი მიზეზის გამო. მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური სიგნალის გამო, რომელსაც ნატო ერთობლივი წვრთნების ჩატარებით აგზავნის და ასე ვიტყოდი, ეს არის სიგნალი, რომლის გაგზავნაც გვსურს.

ჩვენ არაფერს ვაკეთებთ სხვების საწინააღმდეგოდ. წვრთნები ძალიან ყურადღებით მომზადდება, რათა ყველასთვის ნათელი იყოს მისი მიზანი. ეს არის სოლიდარობის პოლიტიკური სიგნალი და დემონსტრირება, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნისგან შემდგარი ერთი გუნდი ვართ.

საქართველო არ არის ნატოს წევრი, მაგრამ არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ძალიან მჭიდრო პარტნიორი და ასპირანტი. ერთობლივ წვრთნებს აქვს პრაქტიკული ასპექტიც. შეიარაღებულ ძალებს შორის გაიზრდება თავსებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი წევრობისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაში   საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატები ეთიკის პრინციპებზე თანხმდებიან
შემდეგი სტატიაინდონეზიაში ნანგრევების ქვეშ 152 ათასზე მეტი ადამიანი რჩება