ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა ისეთი შეთანხმების მიღწევაზე, რომლის ნაწილი ნავალნიც გათავისუფლებაც იქნებოდა.
„ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან ერთად შეთანხმებაზე, რომლის ნაწილიც იქნებოდა ალექსეი ნავალნი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ნავალნი გარდაიცვალა, მე ევანის [გერშკოვიჩი] მშობლებს შევხვდი და ვუთხარი მათ, რომ პრეზიდენტი მოწადინებული იყო, რომ ეს გაეკეთებინა, ამ ტრაგიკული ამბის ფონზეც კი და რომ ჩვენ ვიმუშავებდით დღე და ღამე, რათა ეს დღე დამდგარიყო. ეს სამუშაო უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა”, – განაცხადა სალივანმა.