ჯეიკ სალივანის განცხადებით, ბაიდენი დაარწმუნებს ტრამპსა და კონგრესს, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ

„აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახალ ადმინისტრაციასა და დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაში დაარწმუნებს“, – ამის შესახებ თეთრი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ბოლო დღეებში იგივე რჩება, როგორც ეს იყო ბოლო ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

„აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ცდილობს უკრაინა ბრძოლის ველზე ყველაზე ძლიერ პოზიციაში დააყენოს, რათა საბოლოოდ მას ყველაზე ძლიერი პოზიცია ჰქონდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აცხადებს სალივანი.

სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვადის ბოლომდე ადმინისტრაცია შეეცდება გამოიყენოს კონგრესის მიერ გამოყოფილი ყველა რესურსი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის.

„პრეზიდენტ ბაიდენს შესაძლებლობა ექნება 70 დღის განმავლობაში დაუმტკიცოს კონგრესს და ახალ ადმინისტრაციას, რომ შეერთებული შტატები „არ უნდა გავიდეს უკრაინიდან“, რადგან უკრაინიდან გასვლა ნიშნავს არასტაბილურ ევროპას“, – აცხადებს ჯეიკ სალივანი.

banner
წინა სტატიაში“მივემგზავრებით თბილისში საქართველოს მეგობრებთან ერთად… მოუთმენლად ველით შეხვედრას პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან…”- როთი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეებს შეხვედრაზე უარი ვუთხარი