აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატების პარტნიორია, თუმცა ორ ქვეყანას შორის ინტერესთა განსხვავება არსებობს და მათ ფორმალური სამოკავშირეო შეთანხმება არ აკავშირებთ.
„გარკვეულ საკითხებში ისინი ნამდვილად ჩვენი პარტნიორები არიან, თუმცა დროდადრო ჩვენს ინტერესებს შორის განსხვავებებიც არსებობს“, – განაცხადა ვენსმა.
მისივე თქმით, ის არ ეთანხმება უკრაინის მიერ რუსეთის დიზელის საწვავის ობიექტებზე დარტყმებს, რადგან, მისი შეფასებით, ეს ამერიკელებისთვის ენერგიის ფასების ზრდას უწყობს ხელს.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის და არ მიაჩნია, რომ ქვეყანა ალიანსში უნდა გაწევრიანდეს.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინა პატივისცემით მოიხსენია და ქვეყანას „მშვენიერი“ უწოდა, სადაც ბევრი გამორჩეული ადამიანი ცხოვრობს.


















