23.5 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ჯეი დი ვენსი: მოლაპარაკებებზე ჩვენ გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია მოლაპარაკებების სტრუქტურის ჩამოყალიბება, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა.

ვენსმა განცხადება შვეიცარიაში გამგზავრებამდე გააკეთა.

„მოლაპარაკებებზე ჩვენ გვეყოლება უმაღლესი დონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო, ცხადია, ტექნიკური გუნდი ადგილზე დარჩება“, – განაცხადა ვენსმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაში მხოლოდ „ერთი ან ორი დღით“ შეძლებს დარჩენას, თუმცა იმედოვნებს, რომ ირანის ბირთვული მასალების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

ვენსის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხში წინსვლა. მისი თქმით, ლიბანი კვლავ გახდა ისრაელის მხრიდან სარაკეტო იერიშების სამიზნე და ვითარება ისეთია, რომ „მისი მუდმივი კონტროლია საჭირო“.

„ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებზეც კონცენტრირებული ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ირანელებსაც ექნებათ საკითხები, რომელთა განხილვაც სურთ“, – აღნიშნა ვენსმა.

ცნობისთვის, ირანული მედიის ცნობით, შაბათს, 21 ივნისს ირანის დელეგაცია შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩავიდა აშშ-თან მოლაპარაკებების გასამართად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1 290 ჯარისკაცი დაკარგა
შემდეგი სტატიაესპანეთში 30 წლის ქართველი ემიგრანტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს