აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანში უნდა იცოდნენ, რომ ამერიკას არსენალში ბევრი ინსტრუმენტი აქვს, რომელთა გამოყენებაც ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ.
ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-მა ირანში „თავის სამხედრო მიზნებს მეტწილად მიაღწია“ და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული დროის ამოწურვამდე „კიდევ ბევრი მოლაპარაკებები იქნება“.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს არსენალში ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელთა გამოყენებაც ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. პრეზიდენტს შეუძლია მათი გამოყენება გადაწყვიტოს და მათი გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს კიდეც, თუ ირანელები თავიანთი ქცევის კურსს არ შეცვლიან“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.















