ჯეი დი ვენსი: არსებობს ფანტაზია, თითქოს თუ მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციას მივცემთ, გამარჯვება ახლოსაა

„სამშვიდობო გეგმამ უნდა შეაჩეროს მკვლელობები და უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი, ის მისაღები უნდა იყოს როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის და მაქსიმალურად შეამციროს ომის ხელახლა დაწყების რისკი. კრიტიკა იმ სამშვიდობო ჩარჩოს მიმართ, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს, ან ნიშნავს ამ ჩარჩოს არასწორად გაგებას, ან არასწორად აღწერს არსებულ რეალობას ადგილზე.
არსებობს ფანტაზია, თითქოს თუ მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციას მივცემთ, გამარჯვება ახლოსაა. მშვიდობას ვერ დაამყარებენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ფანტაზიის სამყაროში ცხოვრობენ. ის შეიძლება, დამყარდეს გონიერ ადამიანთა მიერ, რომლებიც რეალურ სამყაროში ცხოვრობენ“ -წერს პლატფორმა X-ზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი

გუშინ უკრაინულმა მხარემ გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი გეგმის შინაარსი, რომელშიც წერია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი არ შეიჭრება ევროპისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში და ასევე ანექსირებული ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსეთის რეგიონებად. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული სამხედრო ძალები კი დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილის, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ

banner
წინა სტატიაშიმიტჩ მაკკონელი: პუტინი მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ტრამპის სულელად წარმოჩენას ცდილობდა
შემდეგი სტატიაThe Guardian: აშშ-ის სამხედროები შესაძლოა, მოსკოვში მშვიდობის გეგმის განსახილველად ჩავიდნენ