,,ჯაველინები,, უკრაინას – აშშ-ს ნაბიჯი ომისკენ თუ სწორი მიმართულებით?

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის ,,ჯაველინის,, (Javelin) ტიპის სარაკეტო კომპლექსების მიწოდების გადაწყვეტილებას  თავად აშშ-ში და რუსეთში  ურთიერთ საწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა, ამერიკელთა გადაწყვეტილებას ,,ნაბიჯი ომისკენ,, უწოდა.

,,უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის მცდარ (უფრო სწორად დამახინჯებულ) ინტერპრეტაციას,  მილიონობით ადამიანი კიევისა და ვაშინგტონის რუსოფობიული ამბიციების მძევლად ჰყავს აყვანილი. ხალხი, რომელიც პოლიტიკოსებისაგან მშვიდობას და არა ომს ელოდებიან. ვაშინგტონის ამჟამინდელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ მორიგი ნაბიჯია ომისკენ და არა მშვიდობისკენ,, აცხადებს კოსაჩევი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ იარაღთან დაკავშირებით გაკეთებული ტერმინიც  ,,თავდაცვითი,, არასათანადოა, რადგან მისი განმარტებით ,,უკრაინას არავინ დასხმია თავს და არც არავინ აპირებს,,

აშშ-ს მოქმედებები გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, რომელმაც აშშ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ,,კიეველი რევანშისტებისათვის სისხლისღვრის მოსაწყობად,, იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა…

,,აშშ-მ გარკვეული გაგებით უკვე გადალახა ზღვარი, გამოაცხადა რა, უკრაინისთვის პირდაპირი განადგურების იარაღის მიწოდების შესახებ. სამწუხაროდ, მოუწოდო ამერიკელ პოლიტიკოსებს კეთილგონიერებისკენ, ამაჟამად ფუჭი მცდელობა იქნება,, განაცხადა რიაბკოვმა.

სრულიად საპირისპირო შეფასება გააკეთა აშშ-ს გადაწყვეტილებაზე, ცნობილმა ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან, ჯონ მაკკეინმა, რომელმაც ,,ჯაველინების,, მიწოდებას უკრაინისათვის ,,ნაბიჯი სწორი მიმართულებით,, უწოდა…

,,პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას ,,ჯაველინის,, ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რომელიც ნიშნავს ძლიერი სიგნალის გაგზავნას იმაზე, რომ აშშ მუდამ დადგება თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მომწიფდა,, განაცხადა მაკკეინიმ, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით, აშშ-მ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეუწყო ხელი.

 

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური 

banner
წინა სტატიაშიიაცენუკი რუსეთის მოთხოვნით ჟენევის აეროპორტში გააჩერეს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: სისტემურად კვირიკაშვილი დასრულებულია