ჯავახიშვილი “ბათუმის წყალის'” დირექტორთან დაკავშირებული ბრალდებების გარკვევას გეგმავს

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, “ბათუმის წყლის” ხელმძღვანელის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე, უწყების მხრიდან, დღის ბოლომდე განცხადება გაკეთდება.

„როგორც მოგეხსენებათ, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს, “აჭარაწყალის” გენერალურმა დირექტორმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ბოროტად გამოიყენა თანამდებობა. დღეს, მივიღე პრემიერისგან დავალება. დღის განმავლობაში, დეტალებს გადავამოწმებთ და ყველა მიიღებს დეტალურ პასუხს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის წყლის დირექტორს, ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში, რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, პრემიერი “ბათუმის წყლის” დირექტორის გადადგომას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაში“ერთა ლიგა დაიშალა, არათუ, ჩვენი კოალიცია”
შემდეგი სტატია“ბათუმის წყლის” დირექტორი ბრალდებებს უარყოფს