ჯასტინ ტრუდო – უკრაინელების ბრძოლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა, კანადა განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას სამართლიანი, მყარი მშვიდობისთვის

კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის, – ამის შესახებ კანადის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.

ტრუდო ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.

როგორც ტრუდო აღნიშნავს, უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანი ბრძოლაა.

„რუსეთი უკანონოდ და გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. უკვე სამი წელია, უკრაინელები მამაცურად და მედგრად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა. კანადა განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“, – წერს ტრიუდო.

banner
წინა სტატიაში“პოლონეთი მხარს დაუჭერს თავისუფალ უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევამდე” – სიკორსკი
შემდეგი სტატიაკაია კალასი – უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ