ჯასტინ ტრუდო: მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მცირეოდენი შანსიც კი არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს.

„საზოგადოებები ორივე ქვეყანაში სარგებლობენ იმით, რომ ერთმანეთის ყველაზე დიდი სავაჭრო და უსაფრთხოების პარტნიორები ვართ“, – წერს ტრუდო სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრაზე ხუმრობით თქვა, რომ კანადა უნდა გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ კანადაში ბევრ ადამიანს მოსწონს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა.

banner
წინა სტატიაშიპია კაუმა: ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ჩვენი ვიზიტი ხელისუფლების აღიარებად წარმოჩენილიყო, ვინმესთვის ლეგიტიმაცია შეგვეძინა. ჩვენ ასე არ ვიქცევით, ეს არც ჩვენი საქმეა და არც ჩვენი მანდატი”
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევმა სომხეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უთხრის ძირს