7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ჯასტინ სუნმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ კრიპტოკომპანია World Liberty Financial-ს უჩივლა

კრიპტოვალუტის სფეროში მოღვაწე მილიარდერმა ჯასტინ სუნმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ კომპანია World Liberty Financial-ს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სარჩელი უკავშირდება სუნის კრიპტოტოკენების გაყინვასა და მათ განკარგვაზე დაწესებულ შეზღუდვებს. მოსარჩელის მტკიცებით, კომპანიამ მას საკუთარი ციფრული აქტივების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა შეუზღუდა.
World Liberty Financial კრიპტოვალუტის პროექტია, რომელიც დონალდ ტრამპსა და მის ოჯახთან არის დაკავშირებული.
სარჩელის ფარგლებში ჯასტინ სუნი ზარალის ანაზღაურებასა და თავისი კრიპტოტოკენების განბლოკვას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიVolkswagen 2027 წელს 20 000-ევროიანი ბიუჯეტური ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს
შემდეგი სტატიალუდოვიკ ჰუდი: პუტინის ომი რუსეთის ეკონომიკას ასუსტებს და ჩინეთზე მოსკოვის დამოკიდებულებას ზრდის