ჯაშუშური სკანდალი: აშშ რუსეთისგან ყოფილი სამხედრო პირის დაკავების გარემოებების ახსნას სთხოვს

აშშ-ს მთავრობა იმედს იტოვებს, რომ ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცის რუსეთში დაკავების საქმეზე მეტ ინფორმაციას მიაწვდიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურები, რომელთა მტკიცებით დაკავებული ჯაშუშია – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. “ჩვენ რუსეთს გასაგებად ვუთხარით, რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ ბრალდებებზე, რომ გავიგოთ მას რას ედავებიან. და თუკი დაკავება საფუძვლიანია, მაშინ მის დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოვითხოვთ” – პომპეომ ჟურნალისტებს უთხრა. გარდა ამისა, პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ დაკავებულ ამერიკელთან მალე საკონსულოს თანამშრომლებს შეუშვებენ.

31 დეკემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აშშ-ს მოქალაქის პოლ უილანის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც, მათი რწმუნებით “ჯაშუშური აქციის დროს” დაიჭირეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულის ძმამ “ბიბისის” განუცხადა, რომ პოლ უილანი რუსეთში თავისი მეგობრის ქორწილში ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საზღვრიდან მიგრანტებს ცრემლსადენი გაზით იგერიებენ (ფოტო)
შემდეგი სტატიაჩინეთი ტაივანის ძალადობრივი მიერთებით იმუქრება